понедельник, 5 декабря 2011 г.

ამ კონკურსში მონაწილეობა მივიღე და ავტვირთე 10 გაკვეთილის გეგმა, შედეგად მე ამ კონკურსში ყველაზე მაღალი რეიტინგული ქულები მქონდა, და პლატინის სერტიფიკატი მერგო:



შედეგები იხილეთ აქ:

http://inteledcentre.co.uk/news/5160/lesson-plan-collaboration-results-are-ready

воскресенье, 4 декабря 2011 г.

გაკვეთილის გეგმების კონკურსი

Intel-ის საგანმანათლებლო სივრცის მიერ გამოცხადდა გაკვეთილის გეგმების კონკურსი "მეგობრული სკოლები". კონკურსში მონაწილე მსურველმა მასწავლებლებმა უნდა დარეგისტრირდნენ და ატვირთონ ელექტრონული გეგმები http://inteledcentre.co.uk/community/friendship-schools ელექტრონულ მისამართზე.

суббота, 22 октября 2011 г.

კომპიუტერული ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმების კონკურსი

მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან – 3 ნოემბრის ჩათვლით, კომპანია Inteli–ის მიერ გამოცხადებულია გაკვეთილის გეგმების კონკურსი.
კონკურსი ეხება იმ პედაგოგებს, რომლებმაც მიმდინარე წელს გაიარეს "1:1 ელექტრონული სწავლების" ტრეინინგ კურსი.
გაკვეთილის გეგმა აუცილებლათ უნდა იყოს გამდიდრებული სხვადასხვა ელექტრონული თვალსაჩინოებით, და ასევე უნდა იყოს გამოყენებული საკლასო კოლაბორაციის პროგრამა.
გაკვეთილის გეგმა პირველ კლასზე უნდა იყოს გათვლილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრებთ ვებ–გვერდს:http://inteledcentre.co.uk/

четверг, 15 сентября 2011 г.

პირველი კლასის დფამრიგებლების ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა

დასრულდა პირველი კლასის დამრიგებლების ისტ ტრენინგები, რომელიც მოიცავდა "1:1 ელექტრონული სწავლების" კურსს. სულ ტრენინგის მსვლელობაში გადაემზადა საქართველოს ყველა საჯარო სკოლი პირველი კლასის დამრიგებელი, მათემატიკის და ქართული ენის მასწავლებლები.
გთავაზობთ ტრენინგების დროს გადაღებული სურათების ნაწილს (არსებული ტრენინგები ჩატარადა გურჯაანში, ცაგერში, ლენტეხში და ნინოწმინდაში. ტრენინგები ჩაატარა მასწავლებელტა პროფესიული განვიტერების ცენტრის ისტ ტრენებრმა დიმიტრი პოპოვმა):







пятница, 8 июля 2011 г.

პირველი კლასის დამრიგეგბლების ტრენინგები 21 ივლისს დაიწყება!

ამა წლის 21 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში დაიწყება პირვალი კლასის დამრიგებლების ტრენინგები, რომელთა მიზანია 1:1 (ერთ კომპიუტერთან ერთი მოსწავლე) ელექტრონული სწავლების დანერგვის პროგრამის ეფექტურობის გაზრდა.

ტრენინგების ხანგრძლიობაა ცხრა დღე (+ ხუთი დღე შულალედური შესვენება).
პირველ ეტაპზე ტრენინგებს გაივლიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველის კლასის ყველა დამრიგებელი.

ტრენინგები მიზნად ისახავს პირველის კლასის დამრიგებლების შესაბამისი ტექნიკური უნარებით აღჭურვასა და მეთოდოლოგიით უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს შექმნა, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა განათლების საერთაშორისო სივრცეში.


ტრენინგებს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტ ტრენერი დიმიტრი პოპოვი.

четверг, 30 июня 2011 г.

ტრენინგის პროგრამები

http://megimegiloo.blogspot.com/p/blog-page_29.html

პირველი კლასის დამრიგებლების ტრენინგები

ამა წლის 15 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება პირველ კლასში შემსვლელი მასწავლებლების (დამრიგებელი) ტრენინგები "1:1 ელექტრონული სწავლების" პროგრამით. ზაფხულის განმავლობაში გადამზადდება ყველა მასწავლებელი.

среда, 15 июня 2011 г.

ტრენერების ტრენინგის პირველი ეტაპი დასრულდა

ქუთაისში დასრულდა ისტ ტრენერების ტრენინგის პირველი ეტაპი,რომელსაც ორგანიზაცია გაუკეთა საქართელოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა. ტრენინგებზე მოწვეული იყო Intel Corporation-ის ფირმის საგანმანათლებლო პლატფორმის ჯგუფის წარმომადგენელი ჯოია ჩატერჯი.

понедельник, 13 июня 2011 г.

დაიწყო ტრენინგი ქუთაისში

ქუთაისში ჟვანიას სკოლაში დაიწყო ისტ ტრენერების ტრენინგი. რომელიც დასრულდება ამა წლის 20 ივნისს. ტრენინგის თემა არის "კომპიუტერები პირველკლასელ მოსწავლეებს 1:1 პროგრამის ფარგლებში". ტრენინგს ატარებენ კომპანია Intel-ის წარმომადგენლები.

среда, 8 июня 2011 г.

საქართველოს ქალაქები

იწყება პირველი კლასის დამრიგებლების ტრენინგები

სულ მალე დაიწყება პირველი კლასის დამრიგებლების ტრენინგები ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლიგიებში (ისტ).
ყველა პირველკლასელი მასწავლებლისთვის ტრენინგის გავლა სავალდებულოა. ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებულათ გავლის მასწავლებლებს გადაეცემათ სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ტრენინგი ქუთაისში

13.06.2011-დან იწყება ისტ ტრენერების ტრენინგი ქუთაისში, რომელიც დასრულდება ამა წლის 20 ივნისს.