ამა წლის 21 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში დაიწყება პირვალი კლასის დამრიგებლების ტრენინგები, რომელთა მიზანია 1:1 (ერთ კომპიუტერთან ერთი მოსწავლე) ელექტრონული სწავლების დანერგვის პროგრამის ეფექტურობის გაზრდა.
ტრენინგების ხანგრძლიობაა ცხრა დღე (+ ხუთი დღე შულალედური შესვენება).
პირველ ეტაპზე ტრენინგებს გაივლიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველის კლასის ყველა დამრიგებელი.
ტრენინგები მიზნად ისახავს პირველის კლასის დამრიგებლების შესაბამისი ტექნიკური უნარებით აღჭურვასა და მეთოდოლოგიით უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს შექმნა, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა განათლების საერთაშორისო სივრცეში.
ტრენინგებს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტ ტრენერი დიმიტრი პოპოვი.